ბაქოს გუბერნია
ბაქოს გუბერნია Бакинская губерния რუსეთის იმპერიის პროვინცია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | ბაქო | ||||||
ენა | რუსული აზერბაიჯანული სომხური | ||||||
ფართობი | 44,136 კმ² | ||||||
მოსახლეობა | 789,659 (1897) | ||||||
ბაქოს გუბერნია (რუს. Бакинская губерния, აზერ. Bakı quberniyası; 6 დეკემბერი, 1859 — 1920) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამიერკავკასიაში (შემდგომ — რუსეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლის ნაწილი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ბაქო. ფართობი 34,400 ვერსი², მოსახლეობა (1897 წ.) — 789,659 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — დაღესტნის ოლქი, დასავლეთით — ელიზავეტპოლის გუბერნია, სამხრეთით — სპარსეთი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1859 წელს, საგუბერნიო ქალაქ შემახის დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით, 6 (18) დეკემბრის უმაღლესი ბრძანებულებით, შემახის გუბერნიის ადმინისტრაცია და იქ მდებარე ყველა პროვინციული დაწესებულება გადავიდა ბაქოში, რის გამოც ახალ გუბერნიას ბაქოს სახელი ეწოდა[1].
1860 წლის 18 ივლისს უმაღლესი ბრძანებულებით დერბენტის გუბერნიას გამოეყო ყუბის მაზრა და შეუერთდა ბაქოს გუბერნიას[2], ხოლო 1867 წელს ნუხის და შუშის მაზრები გამოეყო და შეუერთდა ელიზავეტპოლის გუბერნიას.
რუსეთის რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომლის ფარგლებშიც ბაქოს გუბერნია გახდა მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIV, указ 35191, ст. 313
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 36026, ст. 916-917
- ↑ Протоколы заседаний мусульманских фракций Закавказского Сейма и Азербайджанского Национального Совета 1918 г. — Баку, 2006, с.117-119