ლონდონის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლონდონის უნივერსიტეტი
ინგლ. University of London
ლათ. Universitas Londiniensis
უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელი
ლონდონის უნივერსიტეტი, სენატის შენობა
University of London logo.svg
ლონდონის უნივერსიტეტის გერბი
დაფუძნდა 1836; 183 წლის წინ (1836)
ტიპი საჯარო
კანცლერი პრინცესა ანა
ვიცეკანცლერი პროფესორი პიტერ კოპელმანი[1]
ვიზიტორი[2] საბჭოს ლორდ-პრეზიდენტი ex officio
სტუდენტი 213,270 (161,270 შიდა[3]
და 52,000 გარე)[4]
მდებარეობა ლონდონი, ინგლისი
ფერები
საიტი london.ac.uk

ლონდონის უნივერსიტეტი (ინგლ. University of London) (აბრევიატურა ლონდ (ინგლ. Lond) ან ლონდინ (ინგლ. Londin)) - კოლეგიალური[შენიშვნა 1] ფედერალური კვლევითი უნივერსიტეტი ლონდონში, ინგლისი. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით უნივერსიტეტი აერთიანებს 18 აკადემიურ ინსტიტუციას,[5] აკადემიური მენეჯმენტის სტრუქტურასა და კვლევით ინსტიტუტს.[6] უნივერსიტეტში სწავლობს 161,270 კამპუსში მოსწავლე სტუდენტი, რასაც ემატება 52,000 ადამიანი, რომლებიც განათლებას დისტანციურად იღებენ. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი გაერთიანებულ სამეფოში.

უნივერსიტეტი დაარსდა სამეფო სიგელის საფუძველზე 1836 წელს, როგორც ხარისხის მიმნიჭებელი საგამოცდო ორგანო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და კინგს კოლეჯის სტუდენტებისთვის. სამეფო სიგელის თანახმად, [ლონდონის უნივერსიტეტი ასრულებს საგამოცდო ფუნქციას] „სხვა მსგავსი ინსტიტუციებისთვის, [...] , რომლებიც შექმნილია განათლების მიზნით მეტროპოლისის შიგნით ან ჩვენი გაერთაინებული სამეფოს სხვა ადგილებში“.[7] ამ სიგელის საფუძველზე ლონდონის უნივერსიტეტს გააჩნია პრეტენზია იყოს სიძველით მესამე უნივერსიტეტი ინგლისში.[8][შენიშვნა 2][9] უნივერსიტეტმა შეიძინა ფედერალური სტრუქტურის სახე გარდაიქმნა 1900 წელს. [10] დღეს უნივერსიტეტი მოქმედებს მეოთხე (1863) სამეფო სიგელის საფუძველზე[11] და იმართება ლონდონის უნივერსიტეტის 1994 წლის აქტის საფუძველზე. [12]

გაერთიანებულ სამეფოში ლონდონის უნივერსიტეტი გახდა პირველი აკადემიური დაწესებულება, რომელმაც შემოიღო გამოცდები ქალებისთვის 1869 წელს,[13] ხოლო ათი წლის შემდეგ - პირველმა დაუშვა ქალებისთვის სამეცნიერო ხარისხის მინიჭება. [14] 1948 წელს ის გახდა პირველი ბრიტანული უნივერსიტეტი, რომლის ვიცე-კანცლერი (მთავარი აღმასრულებელი) გახდა ქალი. [შენიშვნა 3] უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის ასევე ბრიტანეთში უძველესი სასწავლო ჰოსპიტალი.

პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი დაყოფილია რამდენიმე ფედერალურ ერთეულად, რომლის შემადგენელი ნაწილები ანიჭებენ საკუთარ ხარისხებს, მაგრამ ამავდროულად რჩებიან ერთიანი ფედერალური სტრუქტურის ნაწილად. სტუდენტების მიღების თვალსაზრისით 2016-2017 წლებში უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ერთეულებია:[15] ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ქინგს კოლეჯი, სიტი, ქვინ მერი, ბირკბეკი, როიალ ჰოლოვეი და გოლდსმიტსი. თითოეულ უნივერსიტეტში სწავლობს 9,000 სტუდენტზე მეტი.

უფრო მცირე უნივერსიტეტებს მიეკუთვნება აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლა (SOAS), სენტ ჯორჯი (სამედიცინო), სამეფო ვეტერინალური კოლეჯი, ლონდონის ბიზნეს სკოლა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა, სიტყვისა და დრამის სამეფო ცენტრალური სკოლა, მუსიკის სამეფო აკადემია, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტი და კიბოს კვლევის ინსტიტუტი. ლონდონის იმპერიული კოლეჯი შედიოდა უნივერსიტეტის შემადგენლობაში 1907 წლიდან და დამოუკიდებელი გახდა 2007 წელს,[16] ხოლო ჰეიტროპის კოლეჯი შედიოდა ლონდონის უნივერსიტეტის შემადგენლობაში 1970 წლიდან მის დახურვამდე 2018 წელს. [17] ლონდონის სიტის უნივერსიტეტი არის ლონდონის უნივერსიტეტის სისტემის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, რომელიც სისტემას 2016 ელიდ 1 სექტემბერს წელს შეუერთდა. [18]

2015 წლის მონაცემებით ლონდონის უნივერსიტეტი დაამთავრა 2 მილიონამდე ადამიანმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით,[19] მათ შორის 12 მონარქი ან სამეფო ოჯახის წევრი, 52 პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, 84 ნობელის პრემიის ლაურეატი,[შენიშვნა 4] 6 გრემის ჯილდოს მფლობელი, 2 ოსკარის მფლობელი, 3 ოლიმპიური ოქროს მფლობელი და რამდენიმე სახელმწიფოს "Pater Patriae" .[შენიშვნა 5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. All students from all constituent colleges, central bodies and Institutes are members of their respective institutions and are also University of London students and alumni. The University of London has a Collegiate Council which advises the Board of Trustees on the strategic direction of the university, and is responsible for ensuring the proper discharge of its academic affairs. It is chaired by the Vice-Chancellor, and its membership comprises the Deputy Vice-Chancellor (who is the Deputy Chair), all the Heads of the Colleges, the Dean and Chief Executive of the School of Advanced Study, and the Chief Executive of the University of London Worldwide.
  2. following the establishment of the universities of Oxford (by 1167) and Cambridge (1209); the title is also claimed by UCL (established 1826 but not recognised as a university) and Durham (established as a university in 1832 but not incorporated by royal charter until 1837).
  3. Dame Lillian Penson served as Vice-Chancellor of the University of London 1948–1951, becoming the first woman in the United Kingdom to be appointed to lead a university.
  4. The total number of Nobel Prize winners is inclusive of all current constituent colleges, central bodies and research institutes. The total number excludes any member associated with and alumni of Imperial College London, as it is no longer a constituent college.
  5. მათ შორის: მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი ჯინა, ლი კუან იუ, ჯომო კენიატა, რამგულამ სივუსაგური და კვამე ნკრუმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UOL Vice-Chancellor - Professor Peter Kopelman. University of London. წაკითხვის თარიღი: 11 September 2018.
  2. ინგლისურ და უელსურ ტრადიციაში აკადემიური დაწესებულების დამოუკიდებელი ზედამხედველი
  3. Combined total of 2016/17 Students by HE provider, level, mode and domicile (CSV). Higher Education Statistics Agency. წაკითხვის თარიღი: 25 March 2018. The listed institutions in the total are Birkbeck, Central School of Speech and Drama, City, University of London, Courtauld Institute of Art, Goldsmiths, Institute of Cancer Research, Institute of Education, King's College, Business School, School of Economics, School of Hygiene and Tropical Medicine, Queen Mary, Royal Academy of Music, Royal Holloway, Royal Veterinary College, ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლა, St George's, Central institutes & activities and Heythrop College.
  4. Financial Statements 2014-15. University of London. წაკითხვის თარიღი: 9 September 2016.
  5. About us. University of London. წაკითხვის თარიღი: 29 September 2018.
  6. How the University is run. University of London. წაკითხვის თარიღი: 29 September 2018.
  7. University of London (1912). University of London, the Historical Record: (1836–1912) Being a Supplement to the Calendar, Completed to September 1912. First Issue. University of London Press, გვ. 26. წაკითხვის თარიღი: 13 January 2017. 
  8. Harte, N. B. (1986). The University of London, 1836–1986: An Illustrated History. Bloomsbury, გვ. 90. ISBN 978-0-485-12052-3. წაკითხვის თარიღი: 4 August 2015. 
  9. Is Durham Really England’s Third Oldest University? Well, it’s Complicated. Durham Magazine. წაკითხვის თარიღი: 14 April 2018.
  10. University of London (1912). University of London, the Historical Record: (1836-1912) Being a Supplement to the Calendar, Completed to September 1912. First Issue. University of London Press, გვ. 7. წაკითხვის თარიღი: 13 January 2017. 
  11. Governance of the University of London. University of London. წაკითხვის თარიღი: 22 September 2017.
  12. University of London Act 1994. Legislation.gov.uk. წაკითხვის თარიღი: 22 September 2017.
  13. The first women at university: remembering ‘the London Nine’. Times Higher Education World University Rankings. წაკითხვის თარიღი: 29 January 2018.
  14. First graduates. University of London (Worldwide). დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 May 2017. წაკითხვის თარიღი: 5 November 2017.
  15. 2016/17 Students by HE provider, level, mode and domicile (CSV). Higher Education Statistics Agency. წაკითხვის თარიღი: 25 March 2018.
  16. Imperial College splits from University of London“, The Guardian, 5 October 2006. წაკითხვის თარიღი: 27 November 2015. 
  17. Jack Grove. “Heythrop College: innovation can’t save first victim of £9K fees“, Times Higher Education, 3 September 2018. 
  18. Grove, Jack. (16 July 2015) City University London to join University of London. წაკითხვის თარიღი: 16 July 2015.
  19. UOL - Alumni and Friends. University of London. წაკითხვის თარიღი: 28 June 2017.