გრიპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიპი
ICD-10 J10., J11.
ICD-9 487
DiseasesDB 6791
MedlinePlus 000080
eMedicine med/1170 ped/3006

გრიპი (ინგლ. Influenza, ბერძნ. Γρίππη) - სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი Orthomyxoviridae ოჯახიდან. პერიოდულად ვრცელდება როგორც ენდემია და პანდემია.

არსებობს გრიპისვირუსის 3 ტიპი: A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

A ტიპის გრიპი იყოფა სხვადასხვა ქვეტიპებად, რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ადამიანს, ასევე სხვადასხვა ხერხემლიან ცხოველებს: ფრინველებს, ღორებს, ცხენებს ვეშაპებს, სელაპებს და სხვა. დროდადრო გრიპის ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ადგილი აქვს სახეობის შიგნით ინფექციის აფეთქებას, პანდემიის განვითარებას და ლეტალობას. მუტანტი შტამების წარმოქმნისას, გრიპის ვირუსი იძენს სხვა სახეობის ორგანიზმებში გავრცელების უნარს. უკნასკნელ დეკადაში ამის მაგალითი იყო ფრინველის გრიპის და ღორის გრიპის ეპიდემიური გავრცელება ადამიანებში.

A ტიპის გრიპის ვირუსების ზედაპირზე ორი სპეციფიური პროტეინი არსებობს: ჰემაგლუტინინი (H) და ნეირამინიდაზა (N). "H" და "N" პროტეინულის შემადგენლობა განსაზღვრავს ვირუსის შტამის კლასიფიკაციას: მაგ. 2006 წლის ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამომწვევი იყო H5N1, ხოლო 2009 წლის ღორის გრიპის ეპიდემიისა - H1N1.


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გრიპი&oldid=2367880“-დან