ვიდკუნ კვისლინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიდკუნ კვისლინგი 1942 წელს

ვიდკუნ აბრაამ ლაურიც იონსონ კვისლინგი (ნორვ. Vidkun Abraham Lauritz Jonssøn Quisling;18 ივლისი, 1887, ფირესდალი, ნორვეგია — გ. 24 ოქტომბერი, 1945, ოსლო, ნორვეგია) — ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, ნორვეგიის მინისტრ-პრეზიდენტი 1942–1945 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1922 წელს ფრიტიოფ ნანსენთან თანამშრომლობით. 1927–1929 წლებში მუსაობდა ნორვეგიის დიპოლატიურ მისიაში მოსკოვში. XX საუკუნის 30-იან წლებში დაუახლოვდა ფაშისტურ იდეოლოგიას. 1931 წელს დაინიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტის პოსტზე, რომელიც 1933 წელს დატოვა. იმავე წელს ჩამოაყალიბა ანტისემიტური და ანტიდემიკრატიული პარტია „ნაციონალური კრება“ (ნორვ. Nasjonal Samling) „NSDAP“-ის მაგალითზე. 1936 წლის არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა 50.000-მდე ხმა მოაგროვა.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე გერმანიის ჯარების მიერ ნორვეგიის დაკავების მომხრე იყო. 1940 წლის 9 აპრილის ვერმახტის ინვაზიის შემდეგ იყო ნორვეგიის ფორმალური მმართველი. 1942 წლის 1 თებერვლიდან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, თუმცა აბსოლუტურად დამოკიდებული იყო რაიხსკომისარ იოზეფ ტერბოფენზე.

გერმანიის კაპუტალაციის შემდეგ 1945 წლის 9 მაისს კვისლინგი დააპატიმრეს. იგი გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იმავე წლის 24 ოქტომბერს კვისლინგი დახვრიტეს. სასიკვდილო განაჩენი ნორვეგიის მოსახლეობაში დღესაც სადავო თემაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]