მუხურისი (ციხე-ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუხურისი.

მუხურისი ასევე მოხირისი — ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში. პირველად მოხსენებული აქვს ძველ ავტორს პტოლემეს (II ს.). ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მუხურისი მდებარეობდა ახლანდელ სოფელ დაბლაგომის (სამტრედიის რაიონი) მიდამოებში. მუხურისი ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი დაწინაურებული ქალაქი იყო; წარმოადგენდა მუხურისის მხარის ცენტრს. V საუკუნეში აქ რომაელთა გარნიზონი იდგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 232, თბ., 1984