სამოქალაქო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოქალაქო — ძველი ქართული ტერმინი, აღნიშნავდა ფეოდალური ხანის ქალაქის სანახებს, მის ე. წ. „მიმდგომ ქვეყანას“ — ქალაქისაგან ადმინისტრაციულად და ეკონომიკურად დამოკიდებულ ტერიტორიას. წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან ქუთაისის სანახების აღსანიშნავად („ქუთაისისა სამოქალაქო“), რომელიც ტერიტიულად მოიცავდა დაახლოებით ველი მოხირისის ფარგლებს (თითქმის იგივეა, რაც გვიანდელი ხანის „ვაკე იმერეთი“).

სამოქალაქო წარმოადგენდა ჯერ გაერთიანებული საქართველოს, შემდეგ კი იმერეთის მეფეთა დომენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980;
  • ჩაკვეტაძე ვ., ქუთაისის ისტორიიდან, თბ., 1960;
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული ფეოდალური სამხედრო ორგანიზაციის ისტორიიდან, „მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“, 1971, № 4;