ჯონ მეინარდ კეინზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯონ მეინარდ კეინსი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ მეინარდ კეინზი
John Maynard Keynes

ჯონ მეინარდ კეინზი
კეინზი, 1933 წლის 8 მარტი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1883 (1883-06-05) (132 წლის)
დაბადების ადგილი კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1946
გარდაცვალების ადგილი ტილტონი, დიდი ბრიტანეთი
ეროვნება ბრიტანელი
სამეცნიერო სფერო პოლიტიკური ეკონომია, ალბათობა
ალმა-მატერი სამეფო კოლეჯი (კემბრიჯი) და იტონის კოლეჯი

ჯონ მეინარდ კეინზი (John Maynard Keynes; დ. 5 ივნისი, 1883 - გ. 21 აპრილი, 1946) — ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა (კეინზიანიზმი) უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კემბრიჯში. მისი მოძღვრება და იდეები საფუძვლად დაედო არა მარტო ინგლისის, არამედ მრავალი სხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ პოლიტიკას. კეინზის მოღვაწეობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის მანძილზე კეინზს ეკავა ინგლისის ბანკის დირექტორის თანამდებობა, მონაწილეობდა ვერსალის საზავო კონფერენციის მუშაობაში, ანტანტის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში და ა. შ. კეინზის აქტიური მონაწილეობის შედეგად ჩამოყალიბდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (იგივე მსოფლიო ბანკი)

1906 წლიდან იგი მოღვაწეობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ა.მარშალი ს შეხედულებები იყო გაბატონებული. მიუხედავად იმისა, რომ კეინზი საკუთარ თავს მარშალის მიმდევრად თვლიდა, "კემბრიჯის სკოლის" კრიზისის შემდეგ მან უკვე დაიწყო მარშალის იდეების გაკრიტიკება. 1936 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი "დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია". 1944 წელს ა. შ. შ-ში, ბრეტონ-ვუდსში ჩატარებულ კონფერენციაზე იგი დიდი ბრიტანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

საზოგადოების ნორმალური განვითარებისათვის კეინზი მიზანშეწონილად თვლიდა სახელმწიფოს აქტიურად ჩარევას, ანუ ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას. იგი მიიჩნევდა, რომ სრული დასაქმების მიღწევა, ასევე უმუშევრობისა და კრიზისების ლიკვიდაცია ამ გზით იყო შესაძლებელი.

კეინზი მრავალი ნაშრომის ავტორია, მათგან აღსანიშნავია: „ინდოეთის ვალუტა და ფინანსები“, „ვერსალის საზავო ხელშეკრულების ეკონომიკური შედეგები“, „ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“ და სხვა. საერთოდ, კეინზის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა ფულის თეორიის საკითხებს, იგი იცავდა ფულის ნომინალისტურ თეორიას.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1913 Indian Currency and Finance
  • 1914 Ludwig von Mises's Theorie des Geldes (EJ)
  • 1915 The Economics of War in Germany (EJ)
  • 1919 The Economic Consequences of the Peace
  • 1921 A Treatise on Probability
  • 1922 The Inflation of Currency as a Method of Taxation (MGCRE)
  • 1922 Revision of the Treaty
  • 1923 A Tract on Monetary Reform
  • 1925 Am I a Liberal? (N&A)
  • 1926 The End of Laissez-Faire
  • 1926 Laissez-Faire and Communism
  • 1930 A Treatise on Money
  • 1930 Economic Possibilities for our Grandchildren
  • 1931 The End of the Gold Standard (Sunday Express)
  • 1931 Essays in Persuasion
  • 1931 The Great Slump of 1930
  • 1933 The Means to Prosperity
  • 1933 An Open Letter to President Roosevelt (New York Times)
  • 1936 The General Theory of Employment, Interest and Money
  • 1940 How to Pay for the War: A radical plan for the Chancellor of the Exchequer

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barnett, Vincent. John Maynard Keynes. London: Routledge, 2013. ISBN 978-0415567695.
  • Beaudreau, Bernard C.. The Economic Consequences of Mr. Keynes: How the Second Industrial Revolution Passed Great Britain By. iUniverse, 2006, ISBN 0-595-41661-6
  • Clark, Barry. Political Economy: A Comparative Approach. Westport: Greenwood Publishing Group, 1998, ISBN 0-275-96370-5
  • Clarke, Peter. Keynes: The Twentieth Century's Most Influential Economist. Bloomsbury, 2009, ISBN 978-1-4088-0385-1
  • Clarke, Peter. Keynes: The Rise, Fall and Return of the 20th Century's Most Influential Economist, Bloomsbury Press, 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]