ხელისუფლების დანაწილება
ხელისუფლების დანაწილება (მეორენაირად ხელისუფლების დანაწილების პრინციპი) — პოლიტიკურ-სამართლებრივი თეორია და პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ტირანიის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო ხელისუფლება რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შტოს შორის უნდა გადანაწილდეს. ხელისუფლების დანაწილების იდეა ძველი რომიდან იღებს სათავეს და შუა საუკუნეების ევროპაში კვლავ აქტუალური გახდა სამეფო ძალაუფლების აბსოლუტიზმის თავიდან აცილების გზების ძიებაში. თანამედროვე სახით დოქტრინა ჩამოაყალიბეს ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა (1632-1704) და შემდგომ ფრანგმა განმანათლებელმა, ფილოსოფოსმა და ადვოკატმა შარლ ლუი დე მონტესკიემ (1689-1755).
დემოკრატიულ ქვეყნებში დღესდღეობით ხელისუფლების დანაწილება ორი მიმართულებით ხორციელდება - ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. პირველი გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შტოების გამოყოფას და დამოუკიდებელ ლეგიტიმაციას, ხოლო მეორე – ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებას (ცენტრალურ, ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობას) შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შემდგ.: სამსონ ურიდია. (2004) ხელისუფლების დანაწილება. მოხელის სამაგიდო ლექსიკონი. სპებ. ციტირების თარიღი: 2019.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |