ალექსის დე ტოკვილი
ალექსის დე ტოკვილი | |
![]() ალექსის დე ტოკვილი, თეოდორ შასერიოს ნახატი, 1850 წელს. | |
საფრანგეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ივნისი, 1849 – 30 ოქტომბერი, 1849 | |
პრემიერ-მინისტრი | ოდილონ ბარო |
წინამორბედი | ედუარდ დროუნ დე ლუისი |
მემკვიდრე | ალფონსო დე რაინევალი |
ეროვნული ასამბლეის წევრი მანშიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აპრილი, 1848 – 3 დეკემბერი, 1851 | |
წინამორბედი | ლენორ-ჟოზეფ ჰავინი |
მემკვიდრე | ხარვი დე კერგორლაი |
ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის წევრი მანშიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მარტი, 1839 – 23 აპრილი, 1848 | |
წინამორბედი | ჟული პოლიდორ ლი მაროსი |
მემკვიდრე | გაბრიელ-ჟოზეფ ლემონდასი |
დაბადებული | 29 აგვისტო, 1805 პარიზი, საფრანგეთის პირველი იმპერია |
გარდაცვლილი | 16 აპრილი, 1859 (53 წლის) კანი, საფრანგეთის მეორე იმპერია |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ფრანგი |
პოლიტიკური პარტია | წინააღმდეგობის პარტია (1839–1848) წესრიგის პარტია (1848–1851) |
მამა | ევრე კლერელ დე ტოკვილი |
დედა | ლუიზა ლე პელეტიე დე როსანბო |
მეუღლე | მარი მოტლი (ქ. 1835) |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი |
პროფესია | ისტორიკოსი, მაგისტრატი, იურისტი |
რელიგია | კათოლიკე |
ალექსის შარლ ანრი კლერელ, ვისკუნტ დე ტოკვილი (ფრანგ. Alexis-Henri-Charles Clérel, comte de Tocqueville; დ. 29 აგვისტო, 1805, პარიზი, საფრანგეთის პირველი იმპერია — გ. 16 აპრილი, 1859, კანი, საფრანგეთის მეორე იმპერია)[1] — ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. ცნობილია თავისი ნამუშევრებით, როგორიცაა „დემოკრატია ამერიკაში“ (გამოიცა ორ ტომად 1835 და 1840 წლებში) და „ძველი რეჟიმები და რევოლუცია“ (1856). ორივე ნაშრომში, მან გააანალიზა ინდივიდუალური პირების გაუმჯობესებული ცხოვრების სტანდარტები და სოციალური პირობები, ასევე მათი ურთიერთობა ბაზართან და სახელმწიფოსთან, დასავლურ საზოგადოებაში. დემოკრატია ამერიკაში დაიბეჭდა ტოკვილის აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ და დღესდღეობით სოციოლოგიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში ადრეულ ნამუშევრად ითვლება.
ტოკვილი აქტიური იყო საფრანგეთის პოლიტიკაში, თავიდან ივლისის მონარქიის დროს (1830-48) და შემდეგ მეორე რესპუბლიკის (1849-51) პერიოდში, რომელმაც წარმატებით დამყარდა 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. აქტიური პოლიტიკა მას შემდეგ დატოვა, რაც 1851 წლის 2 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში ნაპოლეონ III მოვიდა. შემდგომ ის თავის წიგნზე, „ძველი რეჟიმები და რევოლუცია“-ზე დაიწყო მუშაობა.[2]
იგი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა იყო საფრანგეთის სახელმწიფოს მოდერნიზაციისა და ცენტრალიზაციის პროცესის ხაზის გაგრძელება, რომელიც მეფე ლუი XIV-ის დროს დაიწყო. რევოლუციის მარცხი, განპირობებულიყო დეპუტატების გამოუცდელობით, რომლებიც ძალიან ჰარმონიულად იყენებდნენ განმანათლებლობის იდეალებს. ტოკვილი კლასიკური ლიბერალი იყო, რომელიც მხარს უჭერდა საპარლამენტო ხელისუფლებას, მაგრამ სკეპტიკურად უყურებდა დემოკრატიის უკიდურესობას.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ "Tocqueville". Random House Webster's Unabridged Dictionary.
- ↑ 2.0 2.1 Hansen, Paul R. (February 2009). Contesting the French Revolution. Wiley-Blackwell, გვ. 3. ISBN 978-1-4051-6084-1.