ჩაკოს ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაკოს ომი

ბოლივია და პარაგვაი 1932 წლამდე
თარიღი 1932—1935
მდებარეობა სამხრეთი ამერიკა
შედეგი პარაგვაის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
გრან-ჩაკოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი პარაგვაის ერგო
მხარეები
ბოლივიის დროშა ბოლივია პარაგვაის დროშა პარაგვაი
მეთაურები
დანიელ სალამანკა ურეი
გენერალი ჰანს კუნდტი
გენერალი ენრიკე პენიარანდა
ეუსებიო აიალა
მარშალი ხოსე ფელიქს ესტიგარიბია
ძალები
250 000 150 000
დანაკარგები
57 000 43 000
ჩაკოს ომი ვიკისაწყობში

ჩაკოს ომი (1932–1935) — ბრძოლა სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიასა და პარაგვაის შორის გრან-ჩაკოს რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილისთვის, რომელიც მცდარი წარმოდგენის თანახმად, თითქოს ნავთობით იყო მდიდარი. ხშირად მას ლა-გუერა-დე-ლა-სედს (La Guerra de la Sed — წყურვილის ომი) უწოდებენ, რაც ლიტერატურულად მომდინარეობს ნახევრად უდაბნო ჩაკოსთვის ბრძოლიდან. ეს ომი ყველაზე სისხლიანი სამხედრო კონფლიქტი იყო მათ შორის, რაც კი XX საუკუნეში სამხრეთ ამერიკაში მომხდარა. ომი სამხრეთ ამერიკის ორ უღარიბეს ქვეყანას შორის მიმდინარეობდა, რომლებსაც წარსულში, XIX საუკუნეში მეზობლებთან ომის დროს უკვე ჰქონდათ ტერიტორიები დაკარგული. ომის დროს, ორივე ქვეყანა არმიის შენახვისა და მომარაგების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო მათი ზღვაზე გასასვლელის არქონით, რის შედეგადაც მათი საგარეო ვაჭრობა და შეიარაღების შესყიდვა მეზობლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. საგარეო ვაჭრობის პრობლემების წინაშე განსაკუთრებით ბოლივია აღმოჩნდა, რადგან მას მწირი საერთაშორისო კავშირები გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლივიას სამთო-მომპოვებითი სფეროდან მეტი შემოსავლები და უკეთ აღჭურვილი არმია ჰყავდა ვიდრე პარაგვაის, ფაქტორების მთელი სერიის წყალობით, უპირატესობა სწორედ პარაგვაის მხარეს გადაიხარა, რომელიც ომის დამთავრებისას სადავო ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა და საბოლოოდ, სამშვიდობო ხელშეკრულებების მიხედვით, მას სადავო ტერიტორიის ერთი მესამედი ერგო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: