ილტოს აღკვეთილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილტოს აღვეთილი


IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
მდებარეობა კახეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი ახმეტა
ფართობი 6963 ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ილტოს აღკვეთილიაღკვეთილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ილტოს სათავეში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1]

ილტოს აღკვეთილი 2003 წლის 22 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანია წიფლის ტყეებისა და ძვირფასი ჯიშების: უთხოვრის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა. აღკვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. იგი მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს. აღმოსავლეთით მას ბაწარის ნაკრძალი ესაზღვრება, დასავლეთით კი თიანეთის ტყეები, სამხრეთით ახმეტის სატყეო მეურნეობის ტყეები, ხოლო ჩრდილოეთით ალპური ზონა.

ილტოს აღკვეთილში შემორჩენილია მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. აქ დომინირებს წიფელი, შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, თელა, ბალამწარა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ტერიტორიაზე მცენარეთა მრავალფეროვნებაა. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: შველი, არჩვი, დათვი და ღორი. მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან: მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა და სხვა. ალპურ ზონაში მრავლად არიან იშვიათი და ლეშიჭამია ფრინველები: ორბი, სვავი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]