ლაგოდეხის აღკვეთილი გამორჩეულია წიფლნარ-რცხილნარი ფართოფოთლოვანი ტყით, გურგენიანის ჩანჩქერით. აღკვეთილი მოიცავს, აგრეთვე, ტყისა და ალპური მდელოების დამაკავშირებელ ბილიკთა სისტემას. გადაადგილება დასაშვებია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.