ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1966 წელს და მიზნად ისახავს ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას. ნაკრძალი აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამი მონაკვეთისგან — ბიჭვინთის 165 ჰა-ზე მიუსერის 218 ჰა-ზე და ლიახვის მონაკვეთი 1296 ჰა-ზეა წარმოდგენილი. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან წარმოდგენილია ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანი, უთხოვარი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა და ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხმელეთისათვის დამახასიათებელი ისეთი მცენარეები როგორიც არის ხემარწყვა, ხისმაგვარი მანანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]