ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი | |
---|---|
IUCN კატეგორია Ia (სახელმწიფო ნაკრძალი)
| |
| |
მდებარეობა | კახეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ახმეტა |
ფართობი | 2,986 ჰა |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1] დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 2,986 ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.
ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს[2].
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირინა თვაური – უთხოვრის (TAXUS BACCATA L.) ბუნებრივი განახლების, დროში ზრდის მსვლელობის და მისი კორომების აღნაგობა-ფორმირების თავისებურებათა ზოგიერთი საკითხი
- სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო / ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 253.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|