თეთრობის აღკვეთილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თეთრობის აღკვეთილი
IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
Tetrobi 2.jpg
Georgia location map.svg
მდებარეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ახალქალაქი
კოორდინატები 41°36′25″ ჩ. გ. 43°24′20″ ა. გ. / 41.60694° ჩ. გ. 43.40556° ა. გ. / 41.60694; 43.40556
ფართობი 31 კმ²
დაარსდა 1995 წელს
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

თეთრობის აღკვეთილი[1] — დაცული ტერიტორია სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ჯავახეთის და თორის გასაყარზე. მოიცავს 3100 ჰა-ს. დაარსდა 1995 წელს ტყის მასივების და ლოკალური ენდემების დასაცავად. გეოგრაფიულად თეთრობის აღკვეთილის ტერიტორია მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას მიეკუთვნება და მოიცავს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ (ღერძულ) ქვეზონებს და ახალციხის, ასპინძა-თბილისის ნაწილებს.[2] გეოლოგიურად თეთრობის აღკვეთილი ძირითადად აგებულია ოლიგოცენ-ნეოგენური დანალექი და ვულკანოგენური დანალექი ფორმაციებით, ფართოდაა გავრცელებული მეოთხეული ასაკის ვულკანური კონუსები, ზეწრები და ნაკადები. თეთრობის აღკვეთილის ხეობაში იზრდება ვიწრო ენდემური ჯიშები: კეცხოველის და ჯავახური ფამფარულა, კოზლოვსკის და თეთრობის კრაზანა. ფიჭვნარი მეჩხერია, ხეები 10–15 მ არიან დაცილებული, მათ ვარჯებს კი ბურთის ფორმა აქვს. დაბალი ღვია ქმნის ბუჩქოვან იარუსს. შედარებით შეკრულ ფიჭვნარში მუხა, ცირცელი და უზანი გამოერევა. ღია ადგილები ვაციწვერას სხვადასხვა სახეობას უკავია.[2] აღკვეთილს მართავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეთრობის აღკვეთილი | დაცული ტერიტორიების სააგენტო
  2. 2.0 2.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 15–16.
  3. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებში