ურთხელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურთხელი
Taxus baccata MHNT.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: წიწვოვნები
კლასი: წიწვოვნები
რიგი: ფიჭვისებრნი
ოჯახი: ურთხლისებრნი
გვარი: ურთხელი
ლათინური სახელი
Táxus baccáta

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


Taxus baccata MHNT seed.jpg

ურთხელი, უთხოვარი (ლათ. Táxus baccáta) – წიწვოვანი მცენარეების ურთხლისებრთა ოჯახის მცენარე მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. სიმაღლე 10–20 მ, განსაკუთრებულ შემთხვევაში იზრდება 28 მ სიმაღლის. იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ ხასიათდება დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით. ხის მაქსიმალური დაფიქსირებული დიამეტრია 4 მეტრი. აღნიშნული ხის ასაკი 4 000 წელი იყო. საუცხოოა გამწვანებისათვის. საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს. ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და ვირს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია.

გავრცელებულია დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ირანში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე. მდ. ალაზნის ზემოწელში, პანკისის ხეობაში. ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მ სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს.

მიუხედავად გავრცელების საკმაოდ ვრცელი არეალისა, ურთხელი გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]