თბილისის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის ეროვნული პარკი


IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Tbilisi national park from Mtskheta.jpg
Tbilisi National Park.svg
მდებარეობა მცხეთა-მთიანეთის მხარე
უახლოესი ქალაქი თბილისი, მცხეთა
ფართობი 23 218,28 ჰა
დაარსდა 2007 წელს (თავდაპირველად 1973 წელს შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა)
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

თბილისის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1973 წლის მარტს, მამკოდის მემორიალური პარკისა და გლდანის, მარტყოფის, ღულელების, ცხვარიჭამიის სატყეოების გაერთიანების შედეგად, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით „ქალექების თბილისისა და რუსთავის მწვანე ზონის გაფართოების, გარემოს გაჯანსაღებისა და მშრომელთა დასვენების პირობების გაუმჯობესების შესახებ“, ხოლო საზღვრები დამტკიცდა 1974 წლის 1 იანვარს.

აღნიშნულ პერიოდში მოეწყო და განვითარდა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. ძველი სამონასტრო კომპლექსების გვერდით აშენდა, ახალი, ძველ სტილში ნაგები კოშკები, რითაც კიდევ უფრო გალამაზდა ეროვნული პარკის ტერიტორია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე კვლავ შეიქმნა.

2011 წელს "თბილისის ეროვნული პარკის" შესახებ კანონპროექტით, თბილისის ეროვნული პარკს გამოეყო თბილისის ზღვის სატყეოს (სატყეო უბნის) NN1–6 კვარტალები, რაც სულ 425,53 ჰექტარს მოიცავს. ასევე, პარკის შემადგენლობიდან გამოვიდა თბილისის დენდროლოგიური პარკიც, რომელიც სულ 300 ჰექტარზეა.

თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და თბილისის დენდროლოგიური პარკის ტერიტორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

პარკის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე, რომლებიც განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე, ზ.დ 600-1 700 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 23 218,28 ჰა. შედგება საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან. პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1385 მეტრზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის ეროვნული პარკი თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე დაცული ტერიტორიაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მამნიაშვილი, „თბილისის ეროვნული პარკი“, თბ., 1985

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]