ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი
ფრანგ. Union internationale pour la conservation de la nature
აბრევიატურა IUCN
შეიქმნა 1948
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
მიზანი ბუნების დაცვა
მდებარეობა გლანდი, შვეიცარია
გენერალური დირექტორი ჟულია მარტონ-ლეფევრე
ქვეყანა შვეიცარია
https://www.iucn.org

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (ინგლ. International Union for Conservation of Nature; IUCN) — არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა ბუნების კონსერვაცია / დაცვა. დაარსდა 1948 წლის ოქტომბერში საფრანგეთის ქალაქ ფონტენბლოში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ გლანდიში. კავშირი აერთიანებს მსოფლიოს 82 ქვეყანას, 111 სამთავრობო უწყებას, 800 არასამთავრობო ორგანიზაციას და მსოფლიოს 181 ქვეყნის 10 000 მეცნიერსა და ექსპერტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]