ონიორეს ჩანჩქერი
იერსახე
|
| |
| კოორდინატები: 42°28′38″ ჩ. გ. 42°27′31″ ა. გ. / 42.4773833° ჩ. გ. 42.458667° ა. გ. | |
|---|---|
| მდებარეობა |
|
| ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 67 |
ონიორეს ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტობის აუზში. სიმაღლე 67 მ. ონიორეს ჩანჩქერს წარმოქმნის ტობის I მღვიმიდან გამომავალი მიწისქვეშა ნაკადი. ონიორეს ჩანჩქერი ბუნების ძეგლია.[1]