კინჩხის ჩანჩქერი
იერსახე
![]() | |
კოორდინატები: 42°29′44″ ჩ. გ. 42°33′01″ ა. გ. / 42.495639° ჩ. გ. 42.550528° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა |
![]() |
ტერიტორიული ერთეული | ხონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 70 მ |
ტიპი | კასკადური |
კინჩხის ჩანჩქერი, ოკაცეს ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სოფელ კინჩხაფერდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მ სიმაღლეზე.[2] წარმოადგენს მდინარე ოკაცეს (საწისქვილოს) ხეობაში, ასხის მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდინარე ოკაცეს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქმნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდინარე ოკაცესთან შეერთების შემდეგ 20 მ-ში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. ბუნების ძეგლია; ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი ხონი.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 383
- ↑ 2.0 2.1 დაცული ტერიტორიების სააგენტო | ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი