შინაარსზე გადასვლა

მოთენას მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოთენას მღვიმე
კოორდინატები: 42°28′35″ ჩ. გ. 42°23′28″ ა. გ. / 42.476583° ჩ. გ. 42.391167° ა. გ. / 42.476583; 42.391167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 570 მ
შეფარდებითი სიმაღლე 250 მ
სიგრძე 95 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
მოთენას მღვიმე — საქართველო
მოთენას მღვიმე
მოთენას მღვიმე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მოთენას მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

მოთენას მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ტაბაკელის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აბაშის ხეობის მარცხენა მხარეს, სოფელ პირველი ბალდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 570 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ეოცენურ შრეებრივ კირქვებში. ჯამური სიგრძე 95 მ. ორსართულიანია.[1]

მოთენას მღვიმე ჰორიზონტალურია, აღმავალი. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. აქვე ამოყვანილია ქვითკირის კედელი, დატანილია სათოფურები. მღვიმე ორი დიდი დარბაზისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო, მაგრამ მაღალი გასასვლელებით უკავშირდებიან. ბოლო დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში 10 მ-ნი საფეხურია, რომლითაც მღვიმის მეორე სართულზე შეიძლება მოხვედრა. მღვიმეში მრავლადა სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტრავერტინის კასკადები, გურები, ფარდები, ასევე დიდი ზომის ლოდები, გამოფიტვის ადგილობრივი მასალა.[2]

ჰავა დინამიურია. მღვიმიდან გამოდის წყლის ნაკადი, რომლის დებიტია 105 ლ/წმ. ნაკადი აჩენს კალციტის ქერქით გარშემოზღუდულ ტბებს. მღვიმური ნაკადი მდინარე აბაშას უერთდება. მღვიმური ნაკადი გამოიყენებოდა სოფელ პირველი ბალდის კოლმეურნეობის ფერმისათვის. მოთენას მღვიმეშია ისტორიული ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხესიმაგრედ. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები, მწერები და სხვა.[3]

მოთენას მღვიმე ადვილი მისადგომია და გასავლელი. შედგენილია გეგმა და ჭრილები. ბუნების ძეგლია.[2]

  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 67–68
  2. 2.0 2.1 დაცული ტერიტორიების სააგენტო | მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
  3. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966