ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინები
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი გუდაური
კოორდინატები 42°31′54″ ჩ. გ. 44°28′19″ ა. გ. / 42.5318833° ჩ. გ. 44.472083° ა. გ. / 42.5318833; 44.472083
ფართობი 0,027 კმ²
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინებიტრავერტინი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ბიდარის ხეობაში, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 2197 მ სიმაღლეზე. ჯვრის უღელტეხილის კიროვანი ტუფები ვრცელი მინდვრების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც წყაროებით არის დალექილი და მეტწილად კარბონატულ წყებასთანაა დაკავშირებული. ისინი ზოგან თეთრია, ზოგან კი რკინის მარილების მინარევებით ნარინჯისფრად არის შეღებილი. უღელტეხილის მიდამოებში სუბალპური და ალპური ლანდშაფტებია. ჯვრის უღელტეხილის გუდაური-კობის მონაკვეთის გზის გაფართოებასთან დაკავშირებით, 2013 წლის მაისში, მშენებლებმა ტრავერტინების გზისპირა ნაწილიც ჩამოაცალეს, რის შემდეგ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ იგი სხვა რამდენიმე ძეგლთან ერთად დაცვის ობიექტად შეიტანა.[2] ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია გუდაური. დაბა გუდაური ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი 10 კმ. ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინები ბუნების ძეგლია.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]