თუშეთის დაცული ლანდშაფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუშეთის დაცული ლანდშაფტი


Tushethi4.jpg
მდებარეობა თუშეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი ახმეტა
ფართობი 27,903 ჰა
დაარსდა 2003
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

თუშეთის დაცული ლანდშაფტიდაცული ლანდშაფტი საქართველოში, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მისი ფართობია 27,903 ჰა. დაცული ლანდშაფტი 2003 წელს შეიქმნა და თუშეთის ყველა სოფელს მოიცავს. იგი იმისთვის არის შექმნილი, რათა არ დაიკარგოს თუშური სოფლების ტრადიციული იერსახე და შენარჩუნდეს ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტები და ამავე დროს გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს ტურიზმისა და ტრადიციული სამეურნეო დარგების წახალისება.

თუშეთის დაცული ლანდშაფტი გამორჩეულია თუშეთის ულამაზესი ისტორიული სოფლებით. თუშეთის სოფლებში შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და საოჯახო ნივთები. სანახაობრივად თუშეთი ძალიან განსხვავდება სხვა დაცული ტერიტორიებისგან, რადგან აქ ბუნებრივ ძეგლებთან ერთად მნიშვნელოვნად არის შერწყმული ისტორიულ-კულტურული ნაგებობები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. სწორედ ეს იზიდავს ყველაზე მეტად აქ მნახველს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]