ბატკანძერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბატკანძერი
Bartgeier Gypaetus barbatus front Richard Bartz.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  შავარდნისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ბატკანძერი
სახეობა:  კრავიჭამია (ბატკანძერი)
ლათინური სახელი
Gypaetus barbatus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 NT ka.svgსაფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22695174

ბატკანძერი, კრავიჭამია (Gypaetus barbatus) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 110 სმ–ს აღწევს, ფრთების შლილი - 270 სმ-მდე. თავი და მუცლის მხარე მოყვითალო ან მოთეთროა, ზურგი - მოშავო. ბატკანძერის ნისკარტის ქვემოთ ჯაგრისებრი ბუმბული - "წვერი" აქვს. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიისა და აფრიკის მთებში. საქართველოში - კავკასიონზე და სამხრეთ მთიანეთში (4800 მ-მდე ზღვის დონიდან). ბუდობს კლდის ნაპრალებში დებს ერთ კვერცხს. კრუხობა გრძელდება 54 დღე. ძირითადად მძორით იკვებება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ჯანაშვილი, ქსე, ტ. 2, გვ. 229, თბ., 1977