ბირთვისის კლდეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბირთვისის კლდეები
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
Birtvisi 08.jpg
Georgia location map.svg
მდებარეობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ტბისი
კოორდინატები 41°36′32″ ჩ. გ. 44°32′21″ ა. გ. / 41.60889° ჩ. გ. 44.53917° ა. გ. / 41.60889; 44.53917
ფართობი 5,148 კმ²
დაარსდა 2016 წელს
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბირთვისის კლდეებიკლდეთა მასივი საქართველოში, სოფელ ტბისის მიდამოებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 1110–1400 მ სიმაღლეზე.[2]

ეს ადგილი გამორჩეულია აქ ჩამოყალიბებული რელიეფის იშვიათი ფორმებითა და მათი სიუხვით, რაც მას განსაკუთრებულად აქცევს. ბუნებრივ წარმონაქმნებთან საოცრადაა შეხამებული შუა საუკუნეების ნაგებობები და კლდეში გამოკაფული საფეხურები. ბირთვისის კლდეები უნიკალურია იმით, რომ იგი მცირე კავკასიონზე კოლხური ფლორის გავრცელების უკიდურესი ფორპოსტია. გამოირჩევა ძველი კულტურის ძეგლების სიუხვითაც: დედა ციხე, პორფირიტულ ტუფში ამოჭრილი მოსანათლი ემბაზი, კოშკი სათოფურებით, სათოფურებიანი კედელი „ფეიქრისუბნიდან“ ბირთვისის მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე (გზის გასწვრივ ხრამის აკუსტიკა ექოს გამოძახილს იძლევა), კლდეში ამოკვეთილი კიბე და სხვა.[2]

მნიშვნელოვანი თავისებურებაა მათთან მისასვლელი გზების სირთულე. ამასთან, ეს ძეგლები გარემო პირობების გამოყენებისა და მასთან შენობა-ნაგებობების ჰარმონიულად შეხამების საუკეთესო მაგალითია, რაც ასევე საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. თბილისთან სიახლოვე, მისასვლელი სამანქანო გზა და კლიმატური პირობები ტერიტორიის მონახულების შესაძლებლობას წლის ცივ პერიოდშიც იძლევა. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია სოფელი ტბისი. თბილისიდან დაშორებულია 50 კმ-ით. ბირთვისის კლდეები ბუნების ძეგლია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]