გაბზარული ტბა
გაბზარული ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°22′42″ ჩ. გ. 42°35′26″ ა. გ. / 42.378556° ჩ. გ. 42.590806° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 166 მ |
ფართობი | 0,0005 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
გაბზარული ტბა — სიფონური ტბა საქართველოში, სოფელ ყუმისთავთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს ნაპრალურ სიფონს, რომლის ჩრდილოეთისაკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ-ს აღწევს, ხოლო სიგანე 2–25 მ-ს. მოქცეულია ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე, ზღვის დონიდან 166 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი დაახლოებით 500 მ², სიღრმე 45 მ.[2] მოლურჯო-მომწვანო ფერისაა. ზედაპირული წყლები აღნიშნულ ძაბრში ჩაედინება და მდინარე ყუმის ვოკლუზებში გამოდის. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ნაპრალურ სიფონში არსებული ტბის დონე მდინარე ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა და წყალტუბოს მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილია. ტბის წყალს სოფლის მოსახლეობა სასმელად და საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდა. ტბაში გვხვდება თევზის რამდენიმე სახეობა. სიფონი წარმოქმნილია ტექტონიკური რღვევის შედეგად. გეოფიზიკური კვლევებით დადგენილია კავშირი ყუმის ვოკლუზთან. გაბზარული ტბა ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია წყალტუბო. წყალტუბო — ყუმისთავი 7,5 კმ.[1] სოფლის მოსახლეობა გაბზარულ ტბას „წკვარამსაც” უწოდებს.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 დაცული ტერიტორიების სააგენტო | გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი
- ↑ 2.0 2.1 იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-05. ციტირების თარიღი: 2021-09-05.