შინაარსზე გადასვლა

მუხურის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუხურის ჩანჩქერი
კოორდინატები: 42°19′34″ ჩ. გ. 43°02′56″ ა. გ. / 42.3261333° ჩ. გ. 43.0491000° ა. გ. / 42.3261333; 43.0491000
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 60–70 
მუხურის ჩანჩქერი — საქართველო
მუხურის ჩანჩქერი
მუხურის ჩანჩქერი — იმერეთის მხარე
მუხურის ჩანჩქერი

მუხურის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, სოფელ მუხურის მიდამოებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 886 მ სიმაღლეზე. სამსაფეხურიანი წყალვარდნილი გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის მიდამოებისათვის დამახასიათებელია ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.[2] ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ, კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის და კავკასიური წყლის ბიგები. მუხურის ჩანჩქერი ბუნების ძეგლია.[3]