შინაარსზე გადასვლა

აბაშის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბაშის ჩანჩქერი
კოორდინატები: 42°30′49″ ჩ. გ. 42°28′33″ ა. გ. / 42.5138667° ჩ. გ. 42.4759667° ა. გ. / 42.5138667; 42.4759667
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 40 
ფართობი 0,09 კმ²
მდინარე აბაშა
აბაშის ჩანჩქერი — საქართველო
აბაშის ჩანჩქერი
აბაშის ჩანჩქერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
აბაშის ჩანჩქერი

აბაშის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, სოფელ მეორე ბალდიდან 5 კმ-ში, მარტვილის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ასხის კირქვულ მასივზე, მდინარე აბაშის სათავეებში, ზღვის დონიდან 895 მ სიმაღლეზე. ჩანჩქერი გადმოდის მღვიმიდან, მდინარე აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადის სახით ზედაცარცული კირქვის ქარაფში და ეცემა დაახლოებით 40 მ სიმაღლიდან. წყალვარდნილი დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის, რომელშიც წყალი მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფები ხშირად ცისარტყელას წარმოქმნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერი. ჩანჩქერებს დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. მიდამოები ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევრები, რომლებშიც საკმაოდ ძნელია გავლა. აქვეა ადგილი რაჩხა, კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია მარტვილი. ბუნების ძეგლია.[2]