ბალდის კანიონი
ბალდის კანიონი | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
ბალდის კანიონი
| |
მდებარეობა | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | ![]() |
უახლოესი ქალაქი | მარტვილი |
კოორდინატები | 42°29′19″ ჩ. გ. 42°24′34″ ა. გ. / 42.488667° ჩ. გ. 42.409667° ა. გ. |
ფართობი | 0,057 კმ² |
დაარსდა | 2013 წელს |
ბალდის კანიონი — კანიონი საქართველოში, სოფელ მეორე ბალდაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 295 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, კირქვულ ქანებში გამომუშავებულ კანიონს. კანიონის სიგრძე 1400 მ-ია, სიგანე 5–10 მ, ხოლო ჩაჭრის სიღრმე 25–30 მ. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა 4 სთ; მანძილი მარტვილიდან ბალდის კანიონამდე 11,4 კმ; ხანგრძლივობა 20 წთ; ბუნების ძეგლია.[2]