ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი
მდებარეობა კახეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი ახმეტა
ფართობი 862.1 ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალინაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბაბანეურსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზღვის დონიდან 439-985 მ. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შემადგენლობაში.[1] ნარკძალის ფართობია 862.1 ჰა. დაარსებულია 1950 წელს მესამეული ხანის რელიქტის — რცხილაფოთლიანი ძელქვის იშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით. რცხილაფოთლიანი ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად. შერეულია აგრეთვე ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი. ნაკრძალში ძელქვის სიმაღლეა 20-30 მ, დიამეტრი — 90 სმ-მდე. გარდა მრავალი სახეობის ფრინველის, ნაკრძალში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც: შველი, კურდღელი, მელა, თეთრყელა კვერნა და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]