მაჭახელას ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჭახელას ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
უახლოესი ქალაქი ბათუმი
ფართობი 7333,18 ჰა
დაარსდა 2012
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში. ფართობი 7333,18 ჰა.[1]

დაარსდა 2012 წელს, უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

პარკის ტერიტორიის 95% ტყით და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული, აქ ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნისა და სმირნოვის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]