ჯუმას ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუმას ყურე
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
Georgia location map.svg
მდებარეობა კახეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი დედოფლისწყარო
დაარსდა 2003
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ჯუმას ყურე, კაკლისყურე, ალაზნის ჭალაბუნების ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 165 მ სიმაღლეზე.[1] შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. წარმოადგენს ნახევარკუნძულის ფორმის მქონე მდინარე ალაზანში შეჭრილ ყურეს, რომლის ყელის სიგანე 30–40 მ არ აღემატება, ხოლო ფართობი 204-ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა. სახელწოდება „კაკლის ყურეც“ აქედან უნდა მომდინარეობდეს.[2] ჯუმას ყურე ბუნების ძეგლია.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]