ბოდორნის სვეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოდორნის სვეტი — კლდის სვეტი არაგვის ხეობის მარჯვენა მხარეს, სოფ. ბოდორნასთან. გზიდან 70-80 მ-ზე, სიმაღლე 15 მ. მისი დიამეტრი 4 მ. აღწევს. ზედაპირი ბუჩქნარითაა დაფარული, საფუძველში კი აღმოსავლეთით პატარა გამოქვაბულია გამოკვეთილი. სვეტის ქვეშ არსებულ გამოქვაბულს ადრექრისტიანულ ხანაში (V-VII სს.) საკულტო დანიშნულება ჰქონდა. ამ დროს ფართოდ იყო გავრცელებული მესვეტეობა ე.წ. დაყუდებული ბერების მოღვაწეობა. აქვე დგას XVII საუკუნეში აგებული ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]