ლეშიჭამიასებრნი
იერსახე
ლეშიჭამიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Necrodes littoralis | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Silphidae | ||||||||||||
|
ლეშიჭამიასებრნი (ლათ. Silphidae) — მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-იდან 40 მმ აღწევს. მატლი ბრტყელია, მოძრავი. ოჯახში 500-ზე მეტი სახეობაა, რომელთაგან საქართველოში 50-ზე მეტი გვხვდება. გავრცელებული არიან ყველა მატერიკაზე, ძირითადად ზომიერი ჰავის პირობებში. ლეშიჭამიასებრთა ფორმები იკვებებიან ლეშით, მაგ., შავი ლეშიჭამია (Silpha oscura) და მესაფლავე ხოჭო. უმცირესობა, მაგ., ლეშიჭამია (Dendroxena quadrimaculata [= Xylodrepa quadripunctata]), მტაცებელია, სპობს ბაღისა და ტყის მავნე მატლებს, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ზოგი ლეშიჭამიასებრნი მცენარიჭამიაა, მაგ., ლეგა ლეშიჭამია (Aclypca opaca) კულტურულ მცენარეებს აზიანებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 208.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: