ბოსნიის ვილაიეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოსნიის ვილაიეთი
Bosna Vilayeti
Босански вилајет
Vilajet Bosna

ოსმალეთის იმპერიის ვილაიეთი

Flag of Yugoslavia (1943–1992).svg
18671878/1908 Flag of Bosnia (1908–1918).svg
Flag of Independent Bosnia (1878).svg
დროშა
Bosnia Vilayet, Ottoman Balkans, 1880s.png
დედაქალაქი სარაევო
ენა სერბულ-ხორვატული
ფართობი 46 000 კმ2
მოსახლეობა 1 232 000
მმართველობის ფორმა ვილაიეთი
ისტორია
 - დაარსება 1867
 - ოკუპაცია ავსტრია-უნგრეთის მიერ 1878

ბოსნიის ვილაიათი (ოსმ. ولايه بوسنه; ვილაიათ-ი ბოსნე ბოსნ. Vilajet Bosna) ოსმალეთის იმპერიის რეგიონი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დიდ ნაწილს. იგი შეიქმნა 1867 წლის ადმინისტრაციული რეფორმების შემდეგ და მოიცვა ყოფილი ბოსნიის ეიალეთის დიდი ნაწილი. მისი ფართობი 46 ათას კვ. კმ-ს შეადგენდა,[1] ხოლო მოსახლეობა 1871 წლისთვის 1 მლნ 232 ათ. კაცს.[2]

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილაიათი იყოფოდა ხუთ სანჯაყად:[3]

ავსტრო-უნგრული ოკუპაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1878 წელს ავსტრია-უნგრეთმა ისარგებლა ოსმალეთის მძიმე მდგომარეობით და დაიკავა ბოსნია და ასევე კოსოვოს ვილაიათის ნოვიპაზარის სანჯაყი. ოსმალეთის არმია რამდენიმე კვირის განმავლობაში სწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ ტერიტორია დატოვა. თუმცა საერთაშორისო კანონებით ეს ტერიტორიები ოსმალეთს ეკუთვნოდა, ავსტრიის ხელმძღვანელობამ დაიწყო იქ თავისი კანონების გატარება და თავისი წესების შემოღება. ამას ადგილობრივი მოსახლეობა მტრულად შეხვდა და ამბოხება მოაწყო ჰერცეგოვინასა და აღმოსავლეთ ბოსნიაში. ავსტრიამ ადგილობრივ მოხალისეთაგან რაზმების ჩამოყალიბება სცადა, მაგრამ ისინი ამბოხებულების მხარეს გადადიოდნენ. საბოლოოდ სიტუაციის სტაბილიზაცია მოხერხდა, მაგრამ 1881 წელს შემოღებულმა სამხედრო გაწვევის კანონმა თავიდან გამოიწვია შეიარაღებული გამოსვლები. საბოლოოდ სიტუაცია 1883 წლის დასაწყისისთვის დასტაბილურდა.[4]

ანექსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წლის 6 ოქტომბერს ფრანც იოზეფ I-მა განაცხადა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დე-იურე შემოერთების სურვილისა და ადგილობრივებისთვის ავტონომიისა და კონსტიტუციური უფლებების მინიჭების შესახებ.[5] ამ გადაწყვეტილების გამო დაიწყო ბოსნიის კრიზისი, რაშიც ოსმალეთისა და ავსტრიის გარდა ჩათრეული აღმოჩნდნენ რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, სერბეთი, იტალია, მონტენეგრო, გერმანია და საფრანგეთი. ბოსნიის ანექსიამ ოსმალეთზე მეტად სერბეთი და მისი მოკავშირე რუსეთი გაანაწყენა.
1909 წელს ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რომელზეც ცნეს ბოსნიის ანექსია ავსტრიის მიერ. სერბები თვლიდნენ, რომ ბოსნია მათი საკუთრება იყო. გაჩნდა სერბული ნაციონალისტური ორგანიზაციები, რომლებიც ბოსნიის სერბეთთან შეერთებას ისახავდნენ მიზნად. საბოლოოდ კი მათი საქმიანობა სარაევოს მკვლელობითა და პირველი მსოფლიო ომით დასრულდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Europe by Éliseé Reclus, page 152
  2. Michael R. Palairet The Balkan Economies c.1800-1914: Evolution without Development. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 9780521522564
  3. Bosna Vilayeti | Tarih ve Medeniyet
  4. Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  5. Luigi Albertini, Jochen Thies The Origins of the War of 1914. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 9781929631261