გევჰერჰან სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გევჰერჰან სულთანი
მშობ. სახელი თურქ. Gevherhan Sultan
დაბ. თარიღი 1608
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1660
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) ქარა მეჰმედ-ფაშა
თოფალ რეჯეფ-ფაშა
სიავუშ ფაშა
მშობლები მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი

გევჰერჰან სულთანი (თურქ. Gevherhan Sultan) ასევე ცნობილია როგორც გევჰერ სულთანი ან გიუვჰერჰან სულთანი — ოსმალეთის იმპერიის სულთნის აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთანის ქალიშვილი. მურად IV-ისა და იბრაჰიმ I-ის უფროსი და.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გევჰერჰან სულთანი იყო, სულთან აჰმედისა და ქიოსემ სულთანის ხუთი ქალიშვილიდან ერთ-ერთი (აიშე, ფატმა, ჰანზადე, ათიქე). სიცოცხლის განმავლობაში, გევჰერჰანმა სულ 3-ჯერ იქორწინა. პირველად, 1619 წელს მიათხოვეს ქარა მეჰმედ-ფაშას, რომელიც ამავე წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მეჰმედ-ფაშასგან გევჰერჰანს ეყოლა ვაჟიშვილი. 5 წლის შემდეგ, გევჰერჰანი ქიოსემ სულთანის ბრძანებით მეორედ მიათხოვეს ადმირალ თოფალ რეჯეფ-ფაშას, რომლისგანაც გოგონა ეყოლა. რეჯეფ-ფაშა, სულთან მურადის ბრძანებით 1632 წელს სიკვდილით დასაჯეს. ფაშას სიკვდილიდან მალევე, გევჰერჰანი მესამედ მიათხოვეს სიავუშ ფაშას, რომელიც ქორწილიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. გევჰერჰანი გარდაიცვალა სტამბოლში, 1660 წელს და დაასაფლავეს მისი მამის, სულთან აჰმედის მავზოლეუმში, სულთან აჰმედის მეჩეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uluçay, Mustafa Çağatay (2011). Padişahların kadınları ve kızları. ISBN ISBN : 9789754378405.