თეობრომინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეობრომინიალკალოიდი, რომელიც მიიღება კაკაოს მარცვლების ჩენჩოსგან, ასევე მზადდება სინთეზურადაც. თეობრომინი თეთრი, უსუნო, მწარე ფხვნილია. წყალში ცუდად იხსნება, ტუტეებსა დ მჟავებში იხსნება კარგად. არის სპაზმოლიზური საშუალება. ასტიმულირებს გულის მოქმედებას, აფართოებს გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებს და ბრონქების კუნთებს, აძლიერებს შარდის გამოყოფას. ძირითადად იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების და გვირგვინოვანი სისხლძარღვების სპაზმების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]