დიღმის ტყეპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიღმის ტყეპარკი

დიღმის ტყეპარკის ერთ-ერთი მონაკვეთი
მდებარეობა
41°46′05″ ჩ. გ. 44°46′15″ ა. გ. / 41.768111° ჩ. გ. 44.770861° ა. გ. / 41.768111; 44.770861
ქვეყანა საქართველო
რაიონი დიდუბის რაიონი
ქალაქი თბილისი
ძირითადი ინფორმაცია
დაარსების წელი 1934
ტიპი ტყეპარკი
ფართობი 20,5 ჰექტარი
დიღმის ტყეპარკი — თბილისი
დიღმის ტყეპარკი

დიღმის ტყეპარკიტყეპარკი თბილისში, დიღმის მასივში (დიდუბის რაიონი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიღმის ტყეპარკს საფუძველი ჩაეყარა 1934 წელს. თავდაპირველად, ის სანერგე მეურნეობის და ქარსაცავი ზოლის ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ სარეკრეაციო ზონად გადაიქცა. მისი ტერიტორია 200 ჰექტარამდე იყო, 1990-იან წლებში კი 75 ჰა-მდე შემცირდა. 1998 წლიდან დაიწყო ტყეპარკის ტერიტორიის დანაწევრება და გაყიდვა, რასაც არაერთხელ მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და აქტივისტების პროტესტი. 2003 წელს თბილისის საკრებულომ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა აიკრძალა.

2007 წელს ტყის ფართობი 20,5 ჰექტარით განისაზღვრა და 2009 წელს თბილისის განვითარების პერსპექტიული გეგმის მიხედვით დიღმის ტყეპარკს „რეკრეაციული ზონა-1-ის“ სტატუსი მიენიჭა, რაც ბუნების დაცვის მკაცრ რეჟიმს ითვალისწინებდა, თუმცა იმავე წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ ტყეპარკის ნაწილს სტატუსი შეუცვალა და ის რეკრეაციულის ნაცვლად „საქმიან ზონა-2-ად“ გადაკეთდა. ამ გადაწყვეტილებამ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. პარკის ტერიტორიის გასხვისებისა და მშენებლობების წინააღმდეგ პერიოდული საპროტესტო აქციები შემდეგ წლებშიც გაგრძელდა.[1][2][3]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიღმის ტყეპარკი, ხედი თრელიგორებზე.

ტყეპარკში გვხვდება მცენარეთა 7 000-მდე სახეობა, როგორც ადგილობრივი, უნიკალური მერქნიანი, ასევე შემოტანილი ჯიშები. მათ შორისაა: მინდვრის ნეკერჩხალი, ქორაფი, ლეკა, დიადი ბოყვი, კავკასიური აკაკი, ელდარის ფიჭვი, აღმოსავლეთის ჭადარი, ჭალის მუხა, ძელქვა და სხვ. ბევრი მათგანი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიღმის ტყე-პარკი. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე — თბილისი“.
  2. დიღმის ტყე-პარკის სადავო სტატუსი. რადიო „თავისუფლება“. მაისი 6, 2011.
  3. დიღმის ტყე-პარკი კვლავ დასაცავია!. „ლიბერალი“. 13 ივლისი 2019.
  4. დიღმის ტყე-პარკი. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე — თბილისი“.