პუნაქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პუნაქა
སྤུ་ན་ཁ་

ძონგი პუნაქაში მო-ჩუს ნაპირზე.
ქვეყანა ბჰუტანის დროშა ბჰუტანი
კოორდინატები 27°37′00″ ჩ. გ. 89°52′00″ ა. გ. / 27.61667° ჩ. გ. 89.86667° ა. გ. / 27.61667; 89.86667
ცენტრის სიმაღლე 1200
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი 2584
პუნაქა — ბჰუტანი
პუნაქა

პუნაქა (ტიბეტური დამწერლობა: སྤུ་ན་ཁ་ ) — პუნაქის ძონგხაგის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ბჰუტანის 20-დან ერთ-ერთ ოლქს (ძონგხაგი). პუნაქა წარმოადგენდა ბჰუტანის დედაქალაქს და სამთავრობო ქალაქს 1955 წლამდე, დედაქალაქის თიმფუში გადატანამდე.

ის მდებარეობს თიმფუდან 72 კილომეტრში, თუმცა მანქანას სჭირდება დაახლოებით 3 საათი. ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 1200 მეტრზე ზღვის დონიდან და თიმფუსგან განსხვავებით აქ კლიმატი შედარებით რბილია.

პუნაქის ოლქში მდებარეობს ბჰუტანის ორი ძირითადი მდინარის: მო-ჩუს და ფო-ჩუს ხეობები, სადაც იზრდება ბრინჯი. ოლქში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სალაპარაკო ენაა ძონგკხა.

იხილეთ აგერთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]