ბაჰრეინის მეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრეინის მოქმედი მეფე, ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა
ბაჰრეინის გერბი

ბაჰრეინის მეფე (არაბ. ملك البحرين)‎ — ბაჰრეინის მონარქი და სახელმწიფოს მეთაური. 1783-1971 წლებში, ბაჰრეინის მონარქები ატარებდნენ ჰაქიმის ტიტულს, 1971 წლიდან 2002 წლამდე, ემირის ტიტულს. 2002 წლის 14 თებერვალს, ბაჰრეინის ემირმა, ჰამად იბნ ისა ალ ხალიფამ გამოაცხადა ბაჰრეინი სამეფოდ და თავისი თავი პირველ მეფედ.

მონარქების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინის ჰაქიმები (1783–1971)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბულ ენაზე ჰაქიმის ტიტული იყო ჰაქიმ ალ-ბაჰრეინი. ჰაქიმი ასევე ატარებდა შეიხის საპატიო ტიტულს.

სახელი მმართველობა შენიშვნები
დასაწყისი დასასრული
შეიხი აჰმედ იბნ მუჰამედ იბნ ხალიფა 1783 1796
შეიხი აბდულა იბნ აჰმად ალ ხალიფა 1796 1843 თანამმართველი
შეიხი სულმან იბნ აჰმად ალ ხალიფა 1796 1825 აბდულა იბნ აჰმად ალ ხალიფას თანამმართველი
შეიხი ხალიფა იბნ სულმან ალ ხალიფა 1825 1834 აბდულა იბნ აჰმად ალ ხალიფას თანამმართველი
შეიხი მუჰამად იბნ ხალიფა ალ ხალიფა 1834 1842 აბდულა იბნ აჰმად ალ ხალიფას პირველი თანამმართველი
შეიხი მუჰამად იბნ ხალიფა ალ ხალიფა 1843 1868 ხელმეორედ
შეიხი ალი იბნ ხალიფა ალ ხალიფა 1868 1869
შეიხი მუჰამად იბნ ხალიფა ალ ხალიფა 1869 1869 მესამედ
შეიხი მუჰამედ იბნ აბდულა ალ ხალიფა სექტემბერი 1869 1 დეკემბერი 1869
შეიხი ისა იბნ ალი ალ ხალიფა დეკემბერი 1869 9 დეკემბერი 1932
შეიხი ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა 10 დეკემბერი 1932 20 თებერვალი 1942
შეიხი სალმან იბნ ჰამად ალ ხალიფა 20 თებერვალი 1942 2 ნოემბერი 1961
შეიხი ისა იბნ სალმან ალ ხალიფა 2 ნოემბერი 1961 16 აგვისტო 1971 გამოაცხადა თავისი თავი ემირად

ბაჰრეინის ემირები (1971–2002)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემირის არაბული ტიტული იყო ამირ დავლათ ალ-ბაჰრეინი (ბაჰრეინის სახელმწიფოს პრინცი). ემირი ასევე ატარებდა შეიხის საპატიო ტიტულს.

სახელი სურათი მმართველობა შენიშვნები
დასაწყისი დასასრული
შეიხი ისა იბნ სალმან ალ ხალიფა 16 აგვისტო 1971 6 მარტი 1999
შეიხი ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა 6 მარტი 1999 14 თებერვალი 2002 თავისი თავი გამოაცხადა მეფედ

ბაჰრეინის მეფე (2002–დან)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფის ტიტული არაბულად არის მალიქ ალ-ბაჰრეინი (ბაჰრეინის მეფე). მეფე ასევე ატარებს შეიხის საპატიო ტიტულს.

სახელი სურათი მმართველობა
დასაწყისი დასასრული
შეიხი ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა 6 მარტი 1999 დღემდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]