საფრანგეთის მეორე იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საფრანგეთის იმპერია.

საფრანგეთის მეორე იმპერია
L'Empire des Français

Flag of France.svg
18521870 Flag of France.svg
Flag of France.svg Coat of Arms Second French Empire (1852–1870).svg
დროშა გერბი
დევიზი
Liberté, égalité, fraternité
ჰიმნი
"Partant pour la Syrie"
Second French Empire (1852–1870).png
საფრანგეთი 1852 წელს
დედაქალაქი პარიზი
ენა ფრანგული
მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქია
საფრანგეთის იმპერატორი
 - 1852-1870 ნაპოლეონ III

საფრანგეთის მეორე იმპერია (ფრანგ. L'Empire des Français) — პერიოდი საფრანგეთის ისტორიაში, 1852 წლიდან 1870 წლამდე. მისი წინამორბედი საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა იყო. მეორე იმპერიას სათავეში ნაპოლეონ III, ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი ედგა. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, ლუი ნაპოლეონი 1848-1851 წლებში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

1851 წელს ნაპოლეონ III მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება. ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა. მომდევნო 1852 წელს მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. ნაპოლეონის მიერ გატარებული პოლიტიკით ისარგებლა პრუსიამ და საფრანგეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, ამას მოჰყვა საფრანგეთ-პრუსიის ომი, რომელშიც საფრანგეთი დამარცხდა. ბორდოში შეკრებილმა ეროვნული კრებამ პრუსიის მიერ წამოყენებული საზავო პირობები მიიღო და საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა გამოაცხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Смирнов А. Ю. Империя Наполеона III. — М.: Эксмо, 2003. — ISBN 5-699-03261-4.