ჟიულ ვერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟიულ ვერნი
Félix Nadar 1820-1910 portraits Jules Verne.jpg
დაბ. თარიღი 8 თებერვალი 1828(1828-02-08)[1][2]
დაბ. ადგილი ნანტი[3]
გარდ. თარიღი 24 მარტი 1905(1905-03-24)[1][2][4] (77 წელი)
გარდ. ადგილი ამიენი[3]
საქმიანობა ბირჟის ბროკერი, რომანისტი, დრამატურგი, პოეტი[5], ლიბრეტისტი, პოეტი ადვოკატი, მწერალი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი lycée Georges-Clemenceau
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ, მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ, დედამიწიდან მთვარემდე, ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო, საიდუმლო კუნძული, ხუთი კვირა საჰაერო ბურთით, მსოფლიოს მბრძანებელი და Off on a Comet
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[6]
მეუღლე Honorine du Fraysne de Viane
შვილ(ებ)ი მიშელ ვერნი
ხელმოწერა Firma de Julio Verne.svg
Jules Verne ვიკისაწყობში

ჟიულ გაბრიელ ვერნი (ფრანგ. Jules Gabriel Verne; დ. 8 თებერვალი, 1828, ნანტი, საფრანგეთი — გ. 24 მარტი, 1905, ამიენი, საფრანგეთი) — ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი. მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიულ ვერნი დაიბადა მდინარე ლუარას პატარა კუნძულზე, რომელიც საზღვაო ქალაქ ნანტში მდებარეობდა. ჟიულ ვერნის მამა — პიერ ვერნი (1798 - 1871) ადვოკატი იყო. დედა სოფი ალოტ დე ლა ფიუ (1801 - 1887) შოტლანდიური წარმოშობის იყო. ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი (1829) და დები: ანა (1836), მატილდა (1839) და მარი(1342).

ჟიულ ვერნი მეუღლე იყო ონორინა დე ვიანი. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. 1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნი ამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამდენიმე წელი იყო ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში, 1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნს ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდა პარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი "შეუწყვეტელი მეგობრობა" – 1850 წ.). 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, "შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან". მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა "ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე", ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა "არაჩვეულებრივი მოგზაურობის" 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. "არაჩვეულებრივი მოგზაურობის" სერიის გამოცემაში ჟიულ ვერნთან ერთად მუშაობდა პიერ-ჟიულ ჰეტცელი, რომელიც ცნობილი რედაქტორი და გამომცემელი იყო. მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ" (1864 წ.), მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865 წ.), კაპიტან გრანტის შვილები (1967 წ.), მთვარის გარშემო (1869 წ.), 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1870 წ.), საიდუმლო კუნძული (1875 წ.), 15 წლის კაპიტანი (1878 წ.) და სხვა.[7]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118626620 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. 3.0 3.1 Верн Жюль // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) — Т. 4 : Брасос — Веш. შემოწმებული სექტემბერი 28 2015:
  4. http://www.nndb.com/people/876/000031783/
  5. http://www.poemhunter.com/jules-verne/poems/
  6. http://www.legiondhonneur.fr/fr/decores/jules-verne/682
  7. ბიოგრაფიული ცნობები
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: