ხმელთაშუა ზღვის კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავშირის წევრები 2008 წლის ივლისში: ლურჯი - ევროკავშირის ქვეყნები, მწვანე დანარჩენი წევრები, დაშტრიხული მწვანე - დამკვირვებელი.

ხმელთაშუა ზღვის კავშირი (აკრონიმი UfM, ფრანგ. Union méditerranéenne / Union pour la Méditerranée; ინგლ. Mediterranean Union) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებს ევროპასა და აფრიკაში. ორგანიზაცია დაარსდა 2008 წლის 13 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინიციატივით. თავდაპირველად ეს იდეა შემოთავაზებული იყო, როგორც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივა, თუმცა ეს იდეა უარყოფილ იქნა.

2008 წლის მარტში თურქეთისთვის მიცემული გარანტიის შედეგად, რომ ეს პროექტი ამ ქვეყნის ევროკავშირში წევრობის ალტერნატივა არ გახდებოდა, მან მონაწილეობაზე დასტური განაცხადა.

სექტორული მინისტერიალების შეხვედრების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]