ბენღაზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბენღაზი
არაბ. بنغازي‎‎‎‎
The Old Town, Benghazi, Libya.jpg
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
რაიონი ბენღაზი
კოორდინატები 32°07′ ჩ. გ. 20°04′ ა. გ. / 32.117° ჩ. გ. 20.067° ა. გ. / 32.117; 20.067
დაარსდა ძვ. წ. 525
ფართობი 314 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 2
მოსახლეობა 650 000 კაცი (2006)
დროის სარტყელი UTC+2

ბენღაზი მდებარეობა ლიბია

Red pog.svg
ბენღაზი მწუხრისას

ბენღაზი (არაბ. بنغازي‎‎‎‎) — ლიბიის მეორე უდიდესი ქალაქი, კირენაიკის რეგიონისა და ყოფილი ეროვნული გარდამავალი საბჭოს დროებითი დედაქალაქი.[1] მისი მეტროპოლიურ არეალს ლიბიის ერთ-ერთი რაიონის სტატუსი აქვს. ბენღაზი საპორტო ქალაქია, გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

ლიბიის მონარქიის დროს ბენღაზის საერთო დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. ქალაქში დღემდე ფუნქციონირებს ისეთი ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი დედაქალაქის პრეროგატივაა. ეს ყოველივე ბენღაზისა და ტრიპოლის შორის მუდმივ მეტოქეობას წარმოშობს, რაც უფრო დიდ მასშტაბებშიც, მთლიან ორ რეგიონზე ვრცელდება (კირენაიკა და ტრიპოლიტანია). მთლიანი რაიონის მოსახლეობა 1995 წლის აღწერით 500 120 ადამიანი იყო, 2006 წელს კი 670 797.[2]

2011 წლის 15 თებერვალს,[3] ქალაქში მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება დაიწყო. 21 თებერვალს ბენღაზი კადაფის მოწინააღმდეგეებმა აიღეს,[4] რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული გარდამავალი საბჭო ჩამოაყალიბეს.[5] 19 მარტს, სწორედ ბენღაზიში მოხდა ლიბიის სამოქალაქო ომის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ლიბიის არმიამ ქალაქზე შეტევისას გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა აჯანყებულებზე, მაგრამ ისინი უკან დახია ადგილობრივთა წინააღმდეგობამ და საფრანგეთის საჰაერო ძალების ჩარევამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1973 წლის რეზოლუციის თანახმად მოქმედებდა, რაც მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს.

ისტორია[რედაქტირება]

თანამედროვე ბენღაზი ძველბერძნულ ქალაქ ბერენიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, რომელიც ძვ. წ. 525 წელს კირენის მეფის ძმამ დააარსა. ახალ ქალაქს შემდეგში ჰესპერიდიები ეწოდა. მას შემდეგ რაც ბენღაზი რომაული ქალაქი გახდა, მისი 600 წლიანი აყვავების ხანა დაიწყო. ძვ. წ. III საუკუნიდან იგი კირენაიკის მთავარი ცენტრი ხდება, მაგრამ ახ. წ. 642-643 წლებში არაბთა მიერ დაპყრიბის შემდეგ იგი დასუსტდა და თანდათან დიდებულ ნანგრევებში ჩაფლულ პატარა სოფლად იქცა.

1200-იანი წლებიდან დასახლებამ მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო გენუელ ვაჭრებსა და ქვეყნის შიდა რეგიონების ტომებს შორის გაჩაღებულ მზარდ ვაჭრობაში. 1578 წელს ბენღაზი თურქებმა აიღეს და მისი მართვა ტრიპოლიდან დაიწყეს. 1835-1911 წლებში იგი ოსმალეთის იმპერიის პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყო. ამ დროისათვის ბენღაზი იმპერიის ყველაზე გაუბედურებული პროვინცია იყო. მას არ გააჩნდა მოპირკეთებული გზები, ტელეგრაფი, სანაპირო კი იმდენად იყო დანალექებისგან დაბინძურებული, რომ გემის მიდგომაც შეუძლებელი იყო. 1858 და 1874 წელს მოსახლეობა შავი ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა.

1911 წელს ბენღაზი იტალიელებმა აიღეს. კირენაიკის ადგილობრივმა მოსახლეობამ ომარ მუხთარის ხელმძღვანელობით მათ წინააღმდეგ პარტიზანული ომის გაჩაღება სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. იტალიელთა საპასუხო ქმედება აჯანყებული ტომების მიმართ სადამსჯელო ქმდებებში გამოიხატა. მეორე მსოფლიო ომში მძიმედ დაზიანებული ბენღაზი მალე კვლავ აღდგა, რისი დამსახურებაც ლიბიაში აღმოჩენილი ნავთობი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]