ტულონი
|
ქალაქი
ტულონი
Toulon
|
ტულონი (ფრანგ. Toulon) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში, ვარის დეპარტამენტში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 170 041 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას მეთხუთმეტე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 3 969 ადამიანი. ფართობი 42,84 კმ². 1862 წელს ქალაქში გაიხსნა ტულონის ოპერა. ვრცელდება ზღვის დონიდან 0–589 მ სიმაღლეზე. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი — იანვარი და თებერვალი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 676,8 მმ.
ამ ადგილებში უძველეს დროში ბერძნებს ჰქონდათ თავიანთი კოლონია და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო ამ რეგიონში. მოგვიანებით ტულონი რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რის შემდეგ ქალაქი მთელ რეგიონში დაწინაურდა. 1486 წლიდან ეს პროვინცია საფრანგეთის შემადგენლობაში მოექცა.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
ჰერცლია, ისრაელი
სპეცია, იტალია, 1958 წლიდან
მანჰაიმი, გერმანია, 1958 წლიდან
ნორფოლკი, აშშ, 1988 წლიდან
კრონშტადტი, რუსეთი, 1996 წლიდან
ჩემისეთი, მაროკო, 2005 წლიდან