ლივორნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლივორნო
Livorno
ვენეციის რაიონი
ვენეციის რაიონი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ტოსკანა
კოორდინატები 43°33′ ჩ. გ. 10°19′ ა. გ. / 43.550° ჩ. გ. 10.317° ა. გ. / 43.550; 10.317
ფართობი 104,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 160 000 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1 535,6 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 57100
ოფიციალური საიტი http://www.comune.livorno.it/

ლივორნო მდებარეობა იტალია

Red pog.svg

ლივორნო (იტალ. Livorno. ტრადიც. Leghorn) — საპორტო ქალაქი იტალიაში, ტირენიის ზღვაზე, ტოსკანის დასავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს ლივორნოს პროვინციის დედაქალაქს და 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 160 000 ადამიანს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება]

იტალიური რენესანსის ხანაში ლივორნო „იდეალურ ქალაქთან“ ასოცირდებოდა. დღეისათვის ის თავის ისტორიას აცოცხლებს მის გარშემო არსებულ სტრუქტურებში, რომლებიც გადაკვეთილია არხებით და გარს არტყავს გამაგრებული კედლები. არეულ-დარეული ქუჩები, რომლებიც ვენეციის რაიონს ამშვენებს და მედიჩების პორტი, რომელსაც მაღლიდან კოშკები და ციხესიმაგრეები გადმოჰყურებს, ქალაქის ცენტრისკენ მიემართება. XVI საუკუნის მიწურულს არქიტექტორ ბერნარდო ბუონტალენტის მიერ დაპროექტებულმა ლივორნომ XVII საუკუნის ბოლოს ქალაქდაგეგმარების დიდი ექსპანსია განიცადა. ამ პერიოდში, ძველის ციხესიმაგრეების ნაცვლად ახლები აშენდა, ამავე პერიოდს მიეკუთვნება ქალაქის კედლები და სანავიგაციო არხების სისტემა.

1580-იან წლებში, ტოსკანის ჰერცოგმა ფერდინანდ I-მა ლივორნო პორტო-ფრანკოდ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქ ვაჭრობის პროცესში ჩართული საქონელი გადასდახადებისგან თავისუფლდებოდა. 15901603 წლებში ძალაში იყო რეჯი-ლივორნოს კანონები, რომლებიც ეხმარებოდა კომერსანტებს და აცხადებდა რელიგიურ თავისუფლებას. ამ კანონბების დამსახურებით, ლივორნო გახდა კოსმოპოლიტი ქალაქი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი მთელს ხმელთაშუა ზღვაზე. ვაჭრობის მიზნით ლივორნოში გადასახლდა მრავალი უცხოელი, მათ შორის იყვნენ ფრანგები, ჰოლანდიელები, ინგლისელები და ებრაელები. ესპანეთიდან ასევე გადმოსახლდნენ მორისკები (ესოანელი მუსლიმანები). 1606 წლის 19 მარტს, ჰერცოგმა ფერდინანდ I მედიჩიმ ლივორნოს ქალაქის სტატუსი მიანიჭა.

ნაპოლეონის ომების პერიოდში, აიკრძალა ვაჭრობა ბრიტანეთთან, რამაც ლივორნოს ეკონომიკა უძლიერესად დააზარალა. 1868 წელს, ქალაქი ახლადშექმნილი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შედის და კარგავს თავისუფალი პორტის სტატუსს, რაც ქალაქის მნიშვნელობას აკნინებს.

კულტურა[რედაქტირება]

პოლიტიკურად, ლივორნო იტალიის ერთერთი ყველაზე მემარცხენე ქალაქია. სწორედ აქ დაარსდა 1921 წლის იანვარს იტალიის კომუნისტური პარტია.

ლივორნოსგან ეწოდა სახელი ქათმის ერთ-ერთ ჯიშ ლეგჰორნს.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]