სუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სუსი
سوسة
Sousse Grosse Moschee.JPG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ვილაიეთი სუსი
კოორდინატები 35°50′00″ ჩ. გ. 10°38′00″ ა. გ. / 35.83333° ჩ. გ. 10.63333° ა. გ. / 35.83333; 10.63333
მოსახლეობა 173 047 კაცი (2004)
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2

სუსი მდებარეობა ტუნისი

Red pog.svg

სუსი (არაბ. سوسة‎‎ ; ბერბერ. Susa) — ქალაქი ტუნისში. მდებარეობს დედაქალაქ ტუნისიდან 140 კმ-ით სამხრეთით, ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰამამეტის ყურესთან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. 2004 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 173 047 ადამიანს შეადგენს. სახელი შესაძლოა ბერბერული წარმოშობის იყოს: იგივე სახელის ქალაქები არსებობს ლიბიასა და სამხრეთ მაროკოში (ბილად-ალ-სუსი). სუსი სუსის ვილაიეთის დედაქალაქია. მისი ეკონომიკა ეფუძნება სატრანსპორტო აღწურვილობას, კვების მრეწველობას, ზეითუნის ზეთს, რექსტილსა და ტურიზმს. ქალაქში მდებარეობს სუსის უნივერსიტეტი.

ძვ. წ. XI საუკუნეში ფინიკიელებმა ქალაქი ადრამეტუმი დააარსეს. პუნიკური ომების დროს, იგი თავად შევიდა რომაელებთან კავშირში, რითაც გარდაუვალი დანგრევა აიცილა თავიდან, მომდევნო 700 წელიწადს ის რომთან კავშირში მშვიდობას ინარჩუნებდა. როგორც ლივიუსი აღნიშნავს, მეორე პუნიკური ომის დროს ქალაქი სციპიონის არმიის დასაბანაკებელ ადგილს წარმოადგენდა. ახ. წ. 434 წელს, ადრამეტუმი მონაწილეობას იღებდა ბონიფაცის აჯანყებაში კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, რა დროსაც ქალაქში ვანდალები შეიჭრნენ, აიღეს და მას ახალი სახელი — ჰუნეკროპოლისი უწოდეს. ვანდალური ომების დროს, 534 წელს, იუსტინიანემ ქალაქი აიღო და რომაული სახელი დაუბრუნა.

VII საუკუნეში თანამედროვე ტუნისის ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს და სწრაფად გაავრცელეს არაბული კულტურა მანამდე სრულიად რომანიზებულ და ქრისტიანიზებულ არეალში. მათ ქალაქი რომაულ კედლებს მიღმა გააფართოვეს, მაგრამ შეუნარჩუნეს მისი „მეობა“. შემდეგ მათ ქალაქს სახელი გადაარქვეს და უწოდეს სუსა. მომდევნო დეკადებში სუსას სტატუსი საგრძნობლად გაიზარდა და ის აღლაბიდების დინასტიის მთავარი საზღვაო პორტის ფუნქციებს ასრულებდა. როდესაც აღლაბიდებმა 827 წელს სიცილია დაიპყრეს, სუსა მათი მთავარი დასაყრდენი იყო.

მომდევნო საუკუნეებში, როდესაც ევროპამ ტექნოლოგიური წინსვლა და ისლამის შევიწროვება იწყო, სუსა ნორმანებმა დაიპყრეს, XII საუკუნეში. ნორმანები შემდეგ ესპანელებმა შეცვალეს, XVIII საუკუნეში კი ქალაქი ვენეციელებისა და ფრანგების ბრძოლის არენად იქცა. ფრანგებმა მას სუსი უწოდეს (ფრანგ. Sousse).

მიუხედავად მის თავს დატეხილი არაერთი უბედურებისა, სუსმა საგრძნობი არაბული იერსახე შეინარჩუნა, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს არაბების შემდგომი დაპყრობების დროს ქალაქს ეძინა. დღეისათვის ის მიიჩნევა არაბების მიერ აშენებული საზღვაო გამაგრებული ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად.

სუსი ინარჩუნებს შუა საუკუნეების ხანის გულს, ვიწრო ქუჩებით, კასბათი, მედინათი, საფორტიფიკაციო ნაგებობებითა თუ ზღვისპირა გრძელი კედლებით. ამ ყოველივეს კი გარს თანამედროვე ქალაქი აკრავს, დიდი ქუჩებითა და კიდევ უფრო დიდი შენობებით.

1988 წელს, სუსის მედინა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც თანამედროვე განვითარებისგან საგრძნობლად დაცული ადგილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 498
რუს.ინგლ.ფრ.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუსი&oldid=2528403“-დან