ხმელთაშუაზღვისპირული რასა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმელთაშუაზღვისპირული რასა — ანთროპოლოგიური ტიპების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც შეადგენენ ინდოხმელთაშუაზღვისპირულ ანუ სამხრეთევროპულ რასას. გავრცელებულია პირენეს ნახევარკუნძულის, სამხრეთ საფრანგეთის, სამხრეთ იტალიის, ნაწილობრივ საბერძნეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, სიცილიის, სარდინიის, კორსიკისა და ბალეარის კუნძულების მოსახლეობაში. მისთვის დამახასიათებელია მუქი, ტალღისებრი თმა, მუქი ფერის თვალები და კანი, მსხვილი ტუჩები, ვიწრო ქალა, ვიწრო და მაღალი სახე, ვიწრო და სწორი ცხვირი, საშუალო სიმაღლე და სხვა. ქართველი ანთროპოლოგები ხმელთაშუაზღვისპირულ რასას მიაკუთვნებენ პონტოური ტიპის წარმომადგენლებსაც: ადიღელებს, ჩერქეზებს და ნაწილობრივ ყაბარდოელებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აბდუშელიშვილი მ., ქსე, ტ. 11, გვ.490-491, თბ., 1987