სალერნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სალერნო
Salerno
ქალაქის პანორამა
ქალაქის პანორამა
დროშა
დროშა
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი კამპანია
კოორდინატები 40°41′ ჩ. გ. 14°56′ ა. გ. / 40.683° ჩ. გ. 14.933° ა. გ. / 40.683; 14.933
ფართობი 58 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
მოსახლეობა 139 579 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 406,5 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 84100
ოფიციალური საიტი http://www.comune.salerno.it/

სალერნო მდებარეობა იტალია

Red pog.svg

სალერნო (იტალ. Salerno) — ქალაქი და კომუნა სამხრეთ-დასავლეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონში, სალერნოს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს სალერნოს ყურესთან, ტირენიის ზღვის სანაპიროზე.

სალერნო ამალფის სანაპიროს მთავარი ქალაქია. ყველაზე უკეთ ცნობილია თავის სამედიცინო სკოლით (მსოფლიოში პირველი სამედიცინო უნივერსიტეტი). XVI საუკუნეში, სანსევერინოს ოჯახის მმართველობისას, რომლებიც სამხრეთ იტალიაში ყველაზე გავლენიანი ფეოდალი-ლორდები იყვნენ, ქალაქი სწავლა-განათელბის, კულტურისა და ხელოვნების უდიდესი ცენტრი გახდა. ეს ოჯახი თავის სამსახურში ქირაობდა იმ დროის უდიდეს ინტელექტუალებს.[1] Later, in 1694, the city was struck by several catastrophic earthquakes and plagues,[1] მოგვიანებით, 1694 წელს, ქალაქმა გადაიტანა რამდენიმე კატასტროფული მიწისძვრა და ჭირი, შემდგომში კი ესპანელთა მმართველობა, რომელიც XVIII საუკუნემდე გაგრძელდა. ამის შემდეგ, სალერნო პართენონის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა და ასევე გამოსცადა ნაპოლეონის მმართველობა.[1]

უფრო თანამედროვე ისტორიაში, ქალაქი მასპინძლობდა იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III-ს, რომელმაც აქ 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომისას მოკავშირეებთან მშვიდობიანი მოლაპარეკების შემდეგ რომიდან გადმოინაცვლა. ამის შემდეგ, აქ ჩამოყალობდა ე. წ. „სამხრეთის ხელისუფლება“ და სალერნო რამდენიმე თვის განმავლობაში იტალიის „დედაქალაქი“ გახდა. მის მახლობლად განხორციელდა მოკავშირეთა რამდენიმე შემოჭრა.

დღეისათვის, სალერნო კამპანიისა და ზოგადად მთელი იტალიის მნიშვნელოვანი კულტურილი ცენტრია თავისი გრძელი და მოვლენებით აღსავსე ისტორიით. ქალაქს მდიდარი და მრავალგვარი კულტურა გააჩნია. ამავე დროს, სალერნო სამ განსხვავებულ რაიონად იყოფა: შუა საუკუნეების ნაწილი თანამედროვე ხელოვნების არეალებით, XIX საუკუნეში დაგეგმარებული რაიონი და უფრო მჭიდროდ დასახლებული ომის შემდგომი არეალი, რომელიც აპატრამენტთა რამდენიმე ბლოკს მოიცავს.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მდინარე სელეს ვაკის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე და მიეკუთვნება ამალფის სანაპიროს. მის ცენტრალურ ნაწილს კვეთს პატარა მდინარე ირნო.

სასეირნო ადგილი "Lungomare Trieste"

კლიმატი ხმელთაშუაზღვიურია, ცხელი და შედარებით მშრალი ზაფხულით (30 °C (86 °F) აგვისტოში) (8 °C (46 °F) იანვარში). ნალექების საშულაო წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 1 000 მმ-ია. ქალაქი საკმაოდ ქარიანია, რისი მიზეზიც მთებიდან სალერნოს ყურისკენ მქროლავი ძლიერი ქარებია. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის წყალობით სალერნო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი ქალაქია.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]