კალიარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კალიარი
Cagliari
Collage Cagliari.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა იტალია
რეგიონი სარდინია
კოორდ. 39°14′47″ ჩ. გ. 9°03′27″ ა. გ. / 
ფართობი 85,45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
მოსახლეობა 156 000 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 832,2 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1,ზაფხულშიUTC+2
საფოსტო ინდექსი 09100
ოფიციალური საიტი ბმული

კალიარი მდებარეობა იტალია

Red pog.svg
კალიარის აერო ხედი

კალიარი (იტალ. Cagliari; სარდ. Casteddu) — ქალაქი იტალიაში, კუნძულ სარდინიის დედაქალაქი. მისი სარდინიული სახელწოდება კასტედუ ციხესიმაგრეს ნიშნავს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 156 000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიური არეალის — 480 000 -ს.

ხანგრძლივი ისტორიის მქონე უძველესმა ქალაქმა მრავალი ცივილიზაციის მმართველობის ქვეშ გამოიარა. ის იყო სარდინიის სამეფოს დედაქალაქი (რომელიც 1861 წელს იტალიის სამეფო გახდა) 13241720 და 17981815 წლებში. ქალაქში მდებარეობს კალიარის უნივერსიტეტი და სარდინიის რომანულ-კათლიკური არქისაეპისკოპოსო,[1] შესაბამისად ის რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და ხელოვნების ცენტრია, ცნობილია არტ-ნუვოს არქიტექტურითა და მრავალი მონუმენტით.[2] ამავე დროს, ის სარდინიის ეკონომიკური და ინდუსტრიული კვანძია, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური მთელს ხმელთაშუა ზღვაზე, საერთაშორისო აეროპორტი და შემოსავლების ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი იტალიაში, რითაც ის ჩრდილოეთის ისეთ ქალაქებს უტოლდება, როგორებიცაა ტურინი, ვიჩენცა და გენუა.[3]

კალიარი მდებარეობს სარდინიის მერიდიანულ ზონაში. მის სამხრეთით იშლება კალიარის ყურე, აღმოსავლეთით — შვიდი ძმის მთები (monti dei Sette Fratelli), დასავლეთით — კაპოტერის მთები, ჩრდილოეთით კი კამპიდანოს ვაკე. იგი იტალიის მასშტაბით მე-8 და სამხრეთ იტალიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.

კალიარის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია, ძალიან ცხელი ზაფხულით. ივლისის ტემპერატურა ხშირად 40 °C-ს უტოლდება. წვიმიანი სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მარტამდე. ზამთრის საშუალო ტემპერატურა 10 °C-ია.

ვილიანოვას რაიონის პანორამა


[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. David M. Cheney. Cagliari (Archdiocese). [Catholic-Hierarchy]. წაკითხვის თარიღი: 2010-04-20.
  2. Cagliari art (Italian Language Schools and Courses to Learn Italian in Italy.). It-schools.com. წაკითხვის თარიღი: 2010-04-20.
  3. La classifica dei redditi nei comuni capoluogo di provincia. Il Sole 24 ORE. წაკითხვის თარიღი: 2010-04-20.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე